ქუთაისის მერია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსიაზე მუშაობს
ქუთაისის მერია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვარიანტზე მუშაობს.
მერიამ საკრებულოდან ბიუჯეტი ორჯერ გამოითხოვა. პირველ ჯერზე ჭიღვარიამ მურღულიას შემუშავებული პროექტში ცვლილების შეტანის მიზნით ბიუჯეტის დაბრუნება მოითხოვა, მეორედ კი თავისივე შემუშავებულ პროექტში გადაწყვიტა ცვლილებების შეტანა.
როგორც მერიაში განმარტავენ, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისიწინებული იქნება ის პროექტები, რომელთა შესრულებასაც მერი მოსახლეობას საარჩევნოდ დაპირდა.
მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას საკრებულოს სავარაუდოდ 20 იანვარის შემდეგ გადაუგზავნიან. მისი დამტკიცება კი იანვრის ბოლომდე იგეგმება.
ბიუჯეტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით უკვე ქონდათ შენიშვნები ოპოზიციას. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ბიუჯეტი შემცირებულია და თან დაუბალანსებული, ამასთან საერთოდ არ ასახავს იმ საარჩევნო დაპირებას, რომელსაც "ქართული ოცნება" გასცემდა.
ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად 52 500 000 ლარი იყო.
"ამ ბიუჯეტით არ ჩანს, რომ ვინმეს ნაფიქრი აქვს ან შემოსავლებზე, ან ხარჯებზე"
"შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები და გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი