ქუთაისის მერიამ საჯარო ინფორმაცია 8 თვის დაგვიანებით, სასამართლოს ჩარევის შემდეგ გასცა
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანმა ქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია 8 თვის დაგვიანებით მიიღო. დეპუტატმა ინფორმაციის დამალვის გამო სასამართლოს მიმართა.
ქუთაისის სასამართლოში სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. დღეს კი სხდომის დაწყებამდე მეშველიანმა გამოთხოვილი ინფორმაცია მიიღო, რის გამოც დავის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. დეპუტატის ინტერესებს "საიას" იურისტი იცავდა.
"ევროპული საქართველოს“ დეპუტატებისათვის მნიშვნელოვანი არის ქუთაისის მერიას დამქვემდებარებული სამსახურების, აიპების და „შპ“ ების საქმიანობის მონიტორინგი, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი სახელფასო ნაწილის გამჭირვალობა, მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის მნიშვენელოვანი საკითხების შესახებ, ჩვენს მიერ პირველი კვლევის მომზადების დროს მხოლოდ შპს „ ქუთაისის #4 შერეული პოლიკლინიკის“ მიერ არ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამშრომელთა რაოდენობის და სახელფასო ნაწილის შესახებ. „ახალგაზრდა იურისტეთა ასოციაციის“ იურისტების ჩართულობით მომზადდა სარჩელი და მივმართეთ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის მოწოდების მიზნით, სწორედ დღევანდელ სასამართლო სხდომამდე, მერიამ დილით მოგვაწოდა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია,"-განაცხდა მეშველიანმა.
მისი თქმით, მერიას დაქვემდებარებული აიპების და „შპს“ საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოკლე ხანში გაასაჯაროებს, რათა, მოსახლეობამ იცოდეს სად, რა მიზნით და როგორ იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადები.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ების შესახებ კვლევა გასული წლის მაისში წარმოადგინეს.
გაბერილი შტატები ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში
ქუთაისის ბიუჯეტის 40 პროცენტი მერიასა და მის ააიპებში დასაქმებულების ხელფასზე იხარჯება
არაპროპორციული ხელფასები ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს-ებში
რა თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ააიპების და შპს–ების პიარში?
რა თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ააიპების და შპს–ების პიარში?
"ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა" - მერაბ მეშველიანი
"ქუთაისში ხელფასები "ქართული ოცნების" წევრებს და მათ ახლობლებს გაეზარდათ"
ქუთაისის მერიამ სახელფასო დანამატის სახით მაისში 14 131 ლარი გასცა
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
ქუთაისის მერიამ ორ თვეში 23 ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატი გასცა
რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?
ავტორი: ირინა მაკარიძე