|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ"

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია მერიის მაღალჩინოსნების ქმედების გამო, გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

საკრებულოს წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მინიმუმ მერიის მაღაჩინოსნები უნდა დაიკითხონ.

მისი თქმით, სარალიძის ცოლის და მერიაში მუშაობს და მასზე ზეწოლა ხორცელდებოდა.

„ზაზა სარალიძემ გააკეთა განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა. სარალიძის თქმით, ამაში მონაწილეობდნენ მერი და ვიცე–მერი. თუნდაც ვიცე–მერი ყოფილიყო უშუალოდ პროცესებში ჩართული, ის ვერ იმოქმედებდა მერის ნებართვის გარეშე. მე მოვიძიე ინფორმაცია და ზაზა სარალიძის ცოლისდა მუშაობს მერიაში, ზუსტად მასზე განხორციელდა ზეწოლა, რომ ის გამიჯვნოდა ამ პროცესებს. ეს არის პატარა კაცების საქციელი და შესაბამისად, მოვითხოვთ, გამოძიების დაწყებას და მკაცრად დაისაჯონ პირები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. თუ შესაბამისი უწყება, რომელსაც გააჩნია უნარი გამოიძიოს პროცესი და დაიკითხონ ეს ადამიანები, არ დაიწყებს საქმის შესწავლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებთ, რომ თვითონ ზემოდან მოდიოდა ეს პოლიტიკური დავალება“,–განაცხადა გიგა შუშანიამ.

 მერიაში ზაზა სარალიძის განცხადებას უკვე უწოდეს სიცრუე.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით ნაცხიონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღეს 14.00 საათზე მერიასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

 

ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერია პასუხობს 

ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"მივმართავ ქუთაისის ადმინისტრაციას, არ გაეკაროთ ჩემი ოჯახის წევრებს!"- ზაზა სარალიძე

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი