|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა სკოლის ბიბლიოთეკას ათასი ლარის ღირებულების წიგნები გადასცა

 ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პროექტ "ბიბლიოფილიის" ფარგლებში ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N1 სასწავლებლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა-ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან შეატყობინეს.

პროექტი "ბიბლიოფილია" განხორციელდა ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, პროექტ "მომავლის თაობაში" ჩართული სკოლებისათვის გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სკოლაში მოეწყო ახალი ბიბლიოთეკა, ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია, როგორც სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ასევე ქუთაისის ნებისმიერ მცხოვრებს.

პროექტს "მომავლის თაობა" იმერეთის რეგიონში ახორციელებს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

,,კარგი პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ ახალგაზრდების მიერ იქმნება ისეთი პროექტები, რომელიც წიგნიერებას, კითხვას და ბიბლიოთეკების განვითარებას ეხება. ქუთაისის მერია მხარს უჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს და ყოველთვის ორიენტირებულია მომავალი თაობის განათლების საკითხებზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში ხელი შეეწყო ბიბლიოთეკების არსებობას. ასევე ახალი ბიბლიოთეკა შენდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი