|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბუხაიძის ქუჩაზე მარტივი ტიპის მოედანი გახსნა

ბუხაიძის 25 ნომერში, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ იმედა საღინაძესთან ერთად, მარტივი ტიპის მოედანი გახსნა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა რამდენიმე თვის წინ ადგილობრივი თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს.  მათი  განცხადებით, მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო.

ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო, რომელიც ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ.

ქალაქის მერმა ბავშვებს საჩუქრად ბურთებიც გადასცა და განაცხდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით.

მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით.

,,რამდენიმე თვის წინ ბუხაიძის 25 ნომრის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, ადგილზე მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად. რადგან აქ საკმარისი სივრცე არ იყო და ტერიტორია ავტოფარეხებს ეკავა, მათ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. ქუთაისის მერიამ ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოაწყო, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისთვის უკვე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. ქალაქში წელს უკვე 14 მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო სხვადასხვა უბანში და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი