|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა განახლდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება ირაკლი მერკვილაძე.

დღეს მხარეების შესავალ სიტყვას წაიკითხავენ, ასევე შესავალი სიტყვით სასამართლოს მიმართავს დაკავებული ექიმი. 

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.

საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

 დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი