|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე 159 371 ლარი დაიხარჯა

იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია-ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებაა, რადგან საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში ჯამში 1 660 218 ლარია დახარჯული.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციების ხარჯი 159 371 ლარს შეადგენს. 

"ყველაზე მეტი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას - „ქართული ოცნება”,  „ქართული ოცნება - მწვანეები”, „ქართული ოცნება - მრეწველები”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქონდა.

კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვას; ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე, ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების” ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობას - მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, სამწუხაროდ, არ არის აღნიშნული კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი შეთავაზებები.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები კი უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის დაწესებას და ა.შ., თუმცა არცერთი წინადადება საკრებულოს უმრავლეობას არ გაუზიარებია", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში. 

ორგანიზაციამ ასევე გამოქვეყნა ინფორმაცია საკრებულოს თანამშორმლებისთვის შეძენილი საწვავის შესახებ. 14 484 ლიტრი საწვავი შეიძინა ქუთაისის საკრებულომ. 21 240 ლიტრი თერჯოლის საკრებულომ, 2 450 ლიტრი ვანის და 1 420 ტყიბულის საკრებულოებმა.

 რაც შეეხება სატელეფონო ხარჯებს და მივლინებებს,  ამგვარად გამოიყურება:

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი