|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 6 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო

ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებული 6 საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. მერიის ინფორმაციით, ქუჩები რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 6 მლნ ლარის ფარგლებში მოეწყობა.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია რუსთველის გამზირის სრულ რეაბილიტაციაზე. მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და ტროტუარები. პროექტის ღირებულება 3 663 400 ლარია.
 
"ასევე იგეგმება ნიკეას პირველი შესახვევის გზის მშენებლობა, ტროტუარებითა და დახურული სანიაღვრე არხით. აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, რომელიც 15 თებერვალს დასრულდება. პროექტის ღირებულება 351 000 ლარია. წელსვე მოხდება შ. კიკნაძის ქუჩის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება ტროტუარები და ღია სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 229 514 ლარია. ტენდერი 4 თებერვალს დასრულდება. იგეგმება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სრული კეთილმოწყობა, რომლის ღირებულებაც 1 163 364 ლარს შეადგენს. ტენდერი 4 თებერვალს დასრულდება. რეაბილიტირდება ლორთქიფანიძის ქუჩაც. იგეგმება გზის გრანიტის საფარით მოწყობა და დახურული სანიაღვრე არხის გაკეთება. გუგუნავას ქუჩაზე რკინიგზის გასწვრივ გზაზე ბეტონის საფარი დაიგება, პროექტის ღირებულება 108 552 ლარია. რაც შეეხება მისასვლელ გზებს, ამისთვის რგფ-დან 500 000 ლარია გამოყოფილი"-წერია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა