"ქუთაისში 9 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია 18 ქუჩას ჩაუტარდა"- ქუთაისის მერია
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ქალაქში 18 ქუჩას და რამდენიმე საყრდენ კედელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის ისეთ ქუჩებსა და ჩიხებს, რომელთა რეაბილიტაცია ათეული წლებია არ მომხდარა.
მერია რეაბილიტირებული ქუჩების სიას აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაციით, უკვე დასრულდა ბელიაშვილის და ვალერიან გუნიას ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად, ასევე ტყიბულის მე-2, მე-3 შესახვევის, დ. თავდადებულის მე-2 შესახვევის და თომაშვილის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
ბეტონის საფარით მოეწყო გელათის მე-4 შესახვევი. ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის, ლესელიძის მე-2 შესახვევის გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის და მწვანე ყვავილას ნაწილის გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
ახალგაზრდობის მე-6 და მე-7 შესახვევების, ზვიად გამსახურდიას მესამე ჩიხის გზის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში, ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტის ასლანიკაშვილის პირველი შესახვევის, ლესელიძის 1ა ჩიხის და ე. გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ჩიხის ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიას გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო აკრიტიკებენ.
ავტორი: ნიუპრესი