|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს [R]

ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ, საკრებულოს წევრებმა და ავღანეთის ომის ვეტერანებმა, ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება.

ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი