გიორგი ჭიღვარია: „2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“
2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება- ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭირვარიამ განაცხადა. ქუთაისის მერის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. მერის თქმით, აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაემატება. იგეგმება სკვერების, შადრევნის, ლიფტებისა და მოედნების მოწყობა.
,,იგეგმება ავანგარდში სკვერის რეაბილიტაცია (497 957 ლარის ფარგლებში), ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ( 134 510 ლარის ფარგლებში), ხარაზოვის ბაღში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა ( 336 860 ლარის ფარგლებში), ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 92 305 ლარის ფარგლებში), მინი სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 367 682 ლარის ფარგლებში). ქალაქის მასშტაბით 9 სადარბაზოში მოწესრიგდება ლიფტი, მოეწყობა 6 ახალი მინი სტადიონი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ძველ მოედანს. დასახელებული პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა.
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 2019 წელს ქუთაისში განხორციელდება
ავტორი: ნიუპრესი