ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში, კიკნაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩის კეთილმოწყობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან 230 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს შპს"დაგი+" ახორციელებს. 250 მეტრის სიგრძის გზის დაგება ერთ კვირაში დასრულდება.
"კიკნაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. 250 მეტრის სიგრძის გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება" - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა

%20(1).jpg)

16:29
14:27
17:53
12:49
11:13
















