ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა ხუთ თვეში დასრულდება
ქუთაისის ცენტრში ასაგები "მაკდონალდსის" შენობის მაკეტის ნახვა უკვე შესაძლებელია. ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერი განთავსდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "ელემენტ კონსტრაქშენი" შეასრულებს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამუშაოები ხუთ თვეში უნდა დასრულდეს.
ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებული საპროტესტო აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ქუთაისის ცენტრში "მაკდონალსის" მშენებლობის დაწყება საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მორიგი საპროტესტო აქციას გამართვას 15 იანვარს გეგმავდნენ. სასულიერო პირები აქ ეკლესიის აშენებას ითხოვენ. ტერიტორია კი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენდა, რომელმაც ის შპს "თ. კ. რესტორნებს" გადასცა. კომპანიამ რესტორნის მშენებლობისათვის ტერიტორია უკვე შემოღობა.
აღნიშნული შპს პროექტში 2 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი