ქუთაისში მხედველობის პრობლემის მქონე მოქალაქეების გამცილებელთა ხარჯებს მერია დაფარავს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტეგრაციის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უსინათლოთა კავშირის წარმოდგენილი პროექტი, რომელიც უსინათლოებისთვის გამცილებლის მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიამ დააფინანსა.
მერიის ინფორმაციით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალში, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა და პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
"ეს არის ერთწლიანი პროექტი, საპილოტე პროგრამა. ამ კუთხით პირველად ვიწყებთ თანამშრომლობას უსინათლოთა კავშირთან. როცა ამ ადამიანებს სჭირდებათ, თუნდაც საჯარო დაწესებულებამდე მისვლა და გადაადგილება არ შეუძლიათ, ჩვენ დავფარავთ მათი გამცილებლის შრომის საფასურს. ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროება არის მნიშვნელოვანი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მათზე ორიენტირებული პროგრამები შევქმნათ"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 5 500 ლარი და პროექტით 50 ბენეფიციარი ისარგებლებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა