|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა

ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტის მომზადებისათვის ქალაქის მერიამ განმეორებით ტენდერს აცხადებს. ამჯერად სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა 2 ათასი ლარით გაიზარდა და 8 ათასი გახდა.

NAT180003752 სატენდერო განცხადების დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელს ევალება  თაბუკაშვილის ქ. N2-ში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი „სკეიტ პარკის“ და „კლდედრომის“ მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

 დასაპროექტებელი ობიექტის ფართობია 2000 მ². 

წინადადებების მიღების ბოლო ვადა 29 მარტია.

სკეიტ პარკის მოწყობას ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია, ითხოვდნენ. წელს მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და პარკის მოწყობას დაპირდა. მერის განცხადებით, სკეიტ პარკი წელს აუცილებლად მოეწყობა. 

სკეიტ პარკის პროექტირებისათვის თანხა 2016 წლის ბიუჯეტშიც იყო განსაზღვრული, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა.

 

„მზად ვართ, გამოვყოთ ადგილი სკეიტ პარკის მოსაწყობად"

"ქუთაისში "სკეიტ პარკის" მშენებლობას უცხოელი ბიზნესმენი დააფინანსებს"

ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად  ადგილი შერჩეულია

ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით  აქცია გაიმართება

სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

 მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო" 

 

 

ავტორი: ნიუპრესი