ქუთაისში სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა
ქუთაისში თაბუკაშვილის #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა. გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო ჩამოინგრა სახლის კედელი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმყოფებოდნენ.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერია დაზარალებულ ოჯახს დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს. პარალელურად დაითვლება ზარალი და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება სტიქიით დაზარალებული ოჯახის დახმარება.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა