ქუთაისში ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორპუსს გადასახური მასალა გადაეცა
ქუთაისის მერიამ, ჭავჭავაძის N 20 კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს გადასახური მასალა გადასცა. მრავალბინიანი სახლის სახურავი ერთი კვირის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა და ადგილობრივი მოსახლეობა სახურავის გარეშე დარჩა.
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კორპუსის მოსახლეობას, უსასყიდლოდ გადაეცა გადასახური მასალა, რომელიც საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ დღეს ადგილობრივებს გადასცა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებიც მალევე დაიწყება.
შეგახსენებთ, კორპუსის მცხოვრებლებმა მერიას დახმერების თხოვნით მიმართეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა