|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
 
პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.
მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს 6 კილომეტრამდე შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები.
 

 

ავტორი: ნიუპრესი