ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ვითარება გლობალური სტაბილურობისთვის რისკის მატარებელია.
"მინდა კვლავ შეშფოთება გამოვთქვა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვის გამო. მიგვაჩნია, რომ ეს ვითარება სერიოზული რისკის მატარებელია, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე გლობალური სტაბილურობისთვის. როგორც მეზობელი ქვეყანა, ჩვენ ვართ უაღრესად დაინტერესებული, რომ სწრაფად მოხდეს ამ დაძაბულობის დეესკალაცია, ვინაიდან ეს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საფრთხის მატერებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა