|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთაველის ძეგლისთვის გამოცხადებულ კონკურსში 9 ესკიზი შევიდა

ქუთაისის მერიის მიერ შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზის შექმნისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსის ვადა 1 ივლისს ამოიწურა.

იანვარში გამოცხადებული კონკურსი 20 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, ნამუშევრების მიღება რამდენიმე თვით გადაიდო.

მერიაში განმარტავენ, რომ სულ 9 ესკიზი შევიდა. პირველ ჯერზე ვადები ესკიზების სიმცირის გამო გახანგრძლივდა, თუმცა მათი რაოდენობა მხოლოდ ორით გაიზარდა.

ესკიზებს შესაბამისი კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოცხადდება. ძეგლი რუსთაველის ქუჩაზე დაიდგმება, თუმცა ზუსტი ადგილი უცნობია, შესაძლოა, რუსთაველის ძეგლი კიკვიძის ძეგლის ადგილზე განთავსდეს.

ძეგლის სიმაღლე უნდა იყო 1,8 მეტრი. რაც შეეხება კვარცხლბეკს, ის შერჩეული ესკიზის მიხედვით მოეწყობა.

 

 სად განთავსდება ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი?

ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა