სააკაშვილი ურჩი ჩინოვნიკებისათვის "ჭკუის სწავლების" მეთოდებზე საუბრობს(video)
კორუმპირებული პირებისათვის ფულის გამოძალვის გამოცდილება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს გაუზიარა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი გადასახადების შემცირება, პარალელურად ბიუჯეტის გაზრდა და ურჩი ჩინოვნიკებისთვის ჭკუის სწავლებაა, საქართველოს მაგალითი მოიყვანა.
"გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და გვყავდა ბევრი კორუმპირებული პირი, არანაკლებ, რამდენიც აქაა. საქართველო მაშინ უკრაინაზე 2-ჯერ ღარიბი ქვეყანა იყო. აი, მივედი და ვფიქრობ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ-მეთქი, მაგრამ აეროპორტის გზა არ გვქონდა, იმ გზაზე, დაბრკოლების გარეშე მხოლოდ ტრაქტორი თუ გაივლიდა. გზების საკითხზე მუშაობდა პირი, რომელიც სახელმწიფო გზების კეთებით 20 წლის განმავლობაში იყო დაკავებული, ანუ სახელმწიფო გზების ნგრევას უფრო ახორციელებდა. თანხას გამოყოფდნენ, თხელ ფენას დააგებდნენ, მერე წვიმა გადარეცხავდა ამ დაგებულს, ისევ თავიდან აგებდნენ... თავად კი ჰქონდა დიდი საცხოვრებელი ფართები, ნაცნობი სურათია, ყველასთვის გასაგები. მერე დაიჭირეს ეს ადამიანი, ჩასვეს და ფიქრისათვის რამდენიმე საათი მისცეს. მეორე დღეს გამოვიდა ეს პირი, დარეკა სადაც საჭირო იყო, თავისი ჯიბიდან ამოიღო ფული და 2 დღის შემდეგ აეროპორტის გზის დაგება დავიწყეთ.
ასევე გვჭირდებოდა ახალი მატარებლები. ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირიც დააკავეს. მანაც იფიქრა და შემდეგ, სახლიდან მოიტანა საკმარისი ფული, რომლითაც უკარინულ ქარხნებს ახალი ვაგონები შეუკვეთა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა