საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ქუთაისელ ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო [R]
ქუთაისის მერიის და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით და ორგანიზებით, ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსიას, "#იარენელა" გაიმართა. მომხსენებლებმა, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა, ვიდეოები საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე წარადგინეს, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ქვეითისა და მგზავრის უსაფრთხოება.
ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, შეხვედრის ბოლოს კი ინტერაქტიული დისკუსია გაიმართა. დღეს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე განთავსდა ბანერები წარწერებით: "სიჩქარე კლავს, იარე ნელა", "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე".
ქუთაისის მერია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას გააგრძელებს. სტატისტიკა: 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა