|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა"–ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პირველ კომენტარს აკეთებს

სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს და ვერავის საქციელზე პასუხს ვერ ვაგებ–ამგვარად ეხმიანება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს. მაჟორიტარი დეპუტატი პირველ კომენტარს „ნიუპრესთან“აკეთებს და აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ დააკავშირეს მიმდინარე მოვლენები მასთან.

„ეს საიდან მოიტანეს, მართლაც გასაოცარია. სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა, ამაზე კომეტარის გაკეთება არ მსურს. უბრალოდ, გაკვირებული ვარ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო, სად ნახეთ ჩემი ერთი კომენტარი, ან სტატუსი, ან სატელევიზო ეთერი, რომ ვინმეს ვუპირისპირდები. ვერავის საქციელზე მე პასუხს ვერ ვაგებ, თუ ვინმემ რამე შეცდომა დაუშვა, არ შეიძლება ეს რაღაცას დაუკავშირო. სადღაც რესტორანში კონფლიქტი მოხდა, ეს როგორ უნდა დაუკავშირო ამას, სასაცილოა“, –აცხადებს სულხან მახათაძე.

მახათაძე არ ადასტურებს, რომ მომხდარი რაიმე კავშირშია ჭითურაში ახალგაზრდების აქციასთან.

„ამ პროცესში მეც ჩართული ვიყავი, იქ რაღაც დაძაბულობა იყო და ვმონაწილეობდი, რომ შეთანხმებით დასრულებულიყო. ამ ბიჭებს შევხვდი და როგორ მიაბეს ერთმანეთს, გაუგებარია“, –აცხადებს სულხან მახათაძე.

მისი თქმით, დადგება თუ არა ჩხუბის გამო ვინმეს პასუხოსმგებლობის საკითხი, ეს გამოძიების თემაა. დეპუტატი აცხადებს, რომ არ უნდა კონფრონტაცია მუნიციპალიტეტში, მითუმეტეს, როდესაც მის გუნდზე საუბრობენ.

„ნამდვილად არ მსურს კონფრონტაცია, მით უმეტეს, როდესაც ჩემს გუნდზეა საუბარი, პირიქით, მეტი ენერგია უნდა მოვახმაროთ ხალხზე ზრუნვას. ასეთი აბსურდის თეატრების დადგმა მიუღებელია მართლა. სპექტაკლს გავს ეს ყველაფერი მის მხრიდან, ვინც ამას შეფასებას უკეთებს“. 

 

შეგახსენებთ, 13 ივლისს, რესტორან "შუა გზაში" მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული. დაზარალებულია 2 პირი.  საქმეში ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინნა ასანიძე ფიგურირებენ. ისინი მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ, რასაც ნადირაძის მომხრეები პოლიციის უფროსს და მაჟორიტარ დეპუტატს უკავშირებენ.

 

 

"ეს იყო პოლიციის პროვოკაცია, ბიჭები ჩვენების მისაცემად ძალით მიიყვანეს"

ჭიათურაში მაღალჩინოსნების დაპირისპირება რესტორანში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება

დაპირისპირება ჭიათურაში - პაატა ნადირაძეს პოლიციის უფროსი პროვოკაციებს უწყობს?

ჭიათურაში ხანგრძლივი საპროტესტო აქცია დაკავებულთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ შეწყდა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი