|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა. „ირაკლიარის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იგიიქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში“,-განაცხადაპრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ფოთის უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომმთავრობა ფოთის კიდევ უფრო განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, თუნდაცმალთაყვის ზონის რეკრეაციულ ამოქმედებაზე. უნდა დავასრულოთ ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეცშუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებასფოთში. ფოთელებს აუცილებლად ექნებათ მაღალი ხარისხით, ადგილზევე მიწოდებული, ძირეული საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები.უნდა დასრულდეს ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება.“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია დაგანათლების სისტემის ძირეულად რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ფოთის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაშიუნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველოერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ. ირაკლიხახუბიამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვიცი ამ ქალაქისტკივილი, ვიცი რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნაირაკლი ხახუბიამ სიტყვით გამოსვლისას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-რომან კაკულია, ეკა ბესელია და სოსო დანელია.

 (R)

 
 

ავტორი: ნიუპრესი