|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ყოფილ ჯარისკაცს მსოფლიოს ელექტრონული ვალუტა IPO–ზე გამოყავს

საქართველოს ყოფილმა ჯარისკაცმა ანდრეი ბაბაიანმა, ინჟინერმა ლოს–ანჯელესიდან, მონაწილეობა მიიღო ახალი ელექტრონული ვალუტის დაპროექტებაში, კერძოდ შეიმუშავა მომხმარებლებისთვის საპროგრამო უზრუნველყოფის ხარისხის შემმოწმებელი პროგრამა.

კლაუდკოინების შემუშავებაში გამოიყენება რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც ცვლის კრიპტოვალუტებში გამოყენებულ ბლოკჩეინს.

ახალ ტექნოლოგიას ქვია RAIDA (Redundant Array of Independent Detection Agents). ეს ახალი ტექნოლოგია გახლავთ მეორე ტექნოლოგია (ბლოკჩეინი არის პირველი), რომელიც დახმარებას უწევს ციფრული ვალუტების დამახასიათებელ ფიზიკური მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას.

ანდრეი ბაბაიანმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ტესტირებას უწევს ელექტრონული ვალუტა კლაუდკოინს ბაგების არსებობაზე. არსებითად, საუბარია იმის შესახებ, რომ მომხმარებლისთვის გარანტირებული იქნას მათი კომპიუტერების ფუნქციების შენარჩუნება ახალ ვალუტასთან ურთიერთქმედებისას და კონტროლი გაეწიოს კონსორციუმის პროგრამისტების მიერ გამოშვებული პროგრამის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას.

"ანდრეი უზრუნველყოფს მომხმარებლის მხრიდან კლაუდკოინის მიმართ მაღალი დონის ნდობას, და ამაშია მისი მთავარი დამსახურება", – ამბობს შონ ვორსინგტონი ახალი ელექტრონული ვალუტის შექმნის პროექტის დამფუძნებელი.

ქართული წარმოშობის ამერიკელმა განაცხადა, რომ გაიგო კლაუდკოინის შესახებ პროგრამისტის სერგეი ჟიტინსკის ინტერვიუდან, რომელიც დაბეჭდილი იყო რუსეთის გაზეთში „იზვესტია“ და მას დააინტერესა თვითონ ტექნოლოგია. მან შეიძინა რამდენიმე პაკეტი და ტესტირების დროს აღმოაჩინა განსაზღვრული ხარვეზები მომხმარებლის ინტერფეისში, რის შემდეგაც დაუწერა უკუკავშირის მისამართზე, რომელიც ნახა ელექტრონული ვალუტის საიტზე. შონ ვორსინგტონმა სწრაფად გამოეპასუხა და შესთავაზა ჩართულიყო კონსორციუმში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ტესტირებაში.

გარდა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა, კონსორციუმის ფარგლებში ანდრეი აწარმოებს Cloudcoin Research ჰოლდინგის რეგისტრაციას, ამზადებს დოკუმენტაციას ჰოლდინგის IPO–ზე გასაყვანად, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას მიიზიდოს დამატებითი საშუალებები ვალუტის პოპულარიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის.

CloudCoin პროექტის უახლოეს გეგმებშია –კლაუდკოინის გაყვანა DEX-TRADE –კრიპტოვალუტების ვაჭრობის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად იყიდო და გაყიდო კრიპტოვალუტები და ფიატური ფული. მაისის ბოლოდან მუშაობს ბირჟის გამარტივებული ვერსია, სადაც ახალი ვალუტის მფლობელები აწარმოებენ კლაუდკოინების ყიდვა–გაყიდვას.

საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტესტურ რეჟიმში 2017 წლის თებერვლიდან იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის. 2014 წლის მაისში, იმ მომენტისთვის უკვე ექს–პრემიერი ივანიშვილის ფონდმა მიიღო მონაწილეობა BitFury საინვესტიციო რაუნდში, და ჩადო 10 მილიონი დოლარი ბიტკოინების და მაინინგების დანადგარების მწარმოებელ კომპანიაში. ბიტკოინების და მაინინგების ცენტრი ორგანიზებული იქნა საქართველოში, ფონდის ხელმძღვანელის გადმოცემით, ამით შეიქმნა ოცი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი.


ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერესი სტაბილურად იზრდება.

 

 

ბლოკჩეინში 200 000- ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა