|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება"

სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერს.

"დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება", - წერს ბიძინა ივანიშვილი.

ის აღნიშნულ წერილში საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. ივანიშვილის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მრავალი მიმართულებით, მათ შორის გაიზარდა რეალური ხელფასი, მოიმატა პენსიამ, ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებულმა მოგებამ  ბოლო ორი წლის განმავლობაში 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.  

შეგახსენებთ, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.  მისი თქმით, პროექტი 250 მილიონი ევრო დაჯდება. პროექტის შესახებ ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის,  გარდა იმისა, რომ მას ფონდი "ქართუ" განახორციელებს.

 როგორც  "ქართუში" აცხადებენ, ამ ეტაპზე, საუნივერსიტეტო ქალაქისათვის  ქუთაისში ტერიტორიის მოძებნა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საქმე კერძო ინვერსიციას ეხება, რის გამოც თვითმმართველობა დეტალებს ვერ გაასაჯაროვებს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა