|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეშფოთების მიზეზი არსებობს, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირება"

ირაკლი ალასანია "კაბელების საქმეზე" დაკავებულების მხარდასაჭერი აქციების გაგრძელებას გეგმავს. მისი თქმით,  შეშფოთების მიზეზი არსებობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ გახდეს პოლიტიზებული.
„ბუნებრივია, შეშფოთების მიზეზი არსებობს, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირება.  ჩვენი პარტია, მხარდამჭერებთან ერთად, საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, რომლის თარიღიც რამდენიმე დღეში გამოცხადდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით,   ქართულ-ამერიკული მხარის დიალოგში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი. "მე დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელისუფლებას დაანახოს, რომ უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება პოლიტიკურად ძვირად დაუჯდებათ", - აღნიშნა მან.

 “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი საქმესთან დაკავშირებით გამოცხადებული განაჩენის შემაკავებელ მექანიზმს გამოიყენებს.  "იმედი მაქვს, უსამართლობა, რომელიც ჩვენ დავინახეთ აღმოფხვრილი იქნება პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით",- აცხადებს   ალასანია.  

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ "კაბელების საქმეზე" ბრალდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა