გააგონე შენი ხმა ქალაქს - საინტერესო შეთავაზება ქუთაისელ სტუდენტებს
„ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ - ეს ის პროექტია, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და შეთავაზებები დღეს, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა
ქუთაისელ სტუდენტებს გააცნეს.
„გააგონე
შენი ხმა ქალაქს“ - ასე მიმართეს ქუთაისის უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე
სტუდენტებს, რომლებმაც „სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებისგან შეთავაზება მიიღეს - შექმნან ტექსტური
ბლოგი
ან
ვიდეობლოგი, სადაც
უნდა
იყოს
ორი
ინიციატივა,
რომლის
განხორციელება,
ავტორის
აზრით,
სასარგებლო
იქნებოდა
ქუთაისისთვის.
შეხვედრაზე 15 ივნისის
არჩევნებში
ახალგაზრდების
როლსა
და
იმ
ახალ
შესაძლებლობებზე
ისაუბრეს, რომლებსაც
ქმნის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
რეფორმა.
„ტექსტურ ბლოგიში ან ვიდეობლოგებში სტუდენტები მათივე შეხედულებების მიხედვით განმარტავენ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ თავისი ქალაქის ცხოვრებაში. კარზე არის მომდგარი არჩევნები და ახალგაზრდების ამ მოსაზრებების გაცნობა საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების იდეებს გაეცნონ ის ადამიანები, რომლებთაც აქვთ ამბიცია ქუთაისში გახდნენ გადაწყვეტილების მიმღებები პირები,“ - აცხადებს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, თამარ მოსიაშვილი.
ბლოგები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფიელებს (უნდა ეხებოდეს ქალაქის საჭიროებას და იმ პირების ფუნქციებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებები არიან) განთავსდება საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ზე და გამოქვეყნებული თითოეული ბლოგი ანაზღაურდება. ბლოგების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გარდა ამისა, გამოქვეყნებული ბლოგები მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით ხუთ ქალაქში შექმნილი ბლოგების საერთო კონკურსში. გამარჯვებული ბლოგების ავტორები თბილისში, სპეციალური, ფასიანი პრიზით დაჯილდოვდებიან.
„ვთვლი, რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარების და პრობლემების აღმოფხვრის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული ხმა მივიდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და ჩვენც შევიტანოთ გარკვეული წვილი ამ საქმეში,“ - ამბობს სტუდენტი ნანა აბესაძე.
პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მიერ.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ტექსტური ბლოგი ან ვიდეობლოგი უნდა წარადგინონ
newpress.ge-ის რედაქციაში (ქუთაისი, კოსტავას ქ. #39) ორი კვირის ვადაში. სტუდენტებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს newpress-ის რედაქცია (ვიდეოს გადასაღებად საჭირო ტექნიკა, მონაჟი).
ავტორი: ლანა კოკაია