|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყავა მხედველობის დაკარგვას იწვევს

ალბათ, ბევრს სმენია ადამიანის ორგანიზმზე ყავის მავნე ზემოქმედების შესახებ. ბოლო კვლევებმა კი აჩვენა, რომ ყავა მხედველობის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავის მიღებისას, ვიწროვდება სისხლძარღვები, რაც უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე. გარდა ამისა, კოფეინი მაღლა წევს თვალშიდა წნევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა.

შეგახსენებთ, რომ გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება თვალშიდა წნევის მომატების ფონზე განვითარებული მხედველობის ნერვის ატროფია. ამ დროს კი ხდება მხედველობის დაკარგვა სრულ სიბრმავემდე, რისი აღდგენაც შეუძლებელია.

ყავის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

1. არ დალიოთ ყავა უზმოზე;

2. მიიღეთ დღეში არაუმეტეს სამი ჭიქა;

3. სვით ნატურალური ყავა;

4. არ დალიოთ ყავა ვარჯიშის წინ.

მომზადებულია healthyeyes.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა