|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერები: ბოტოქსი აჩერებს ადამიანის ემოციურ განვითარებას

ბოტოქსის ინექციის გამოყენებამ ახალგაზრდა ასაკში, შეიძლება შეზღუდოს ორგანიზმის ემოციური განვითარება, გვაფრთხილებენ ბრიტანელი მეცნიერები.

კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში Journal of Aesthetic Nursing, 25 წლამდე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ისწრაფვის გაიქროს ნაოჭები. თუმცა, ეს ძალიან საშიში პრაქტიკაა, რადგან ბოტოქსმა შეიძლება შეზღუდოს ემოციების გამოხატვის უნარი.

მეცნიერების თქმით, სახის მიმიკა გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან ემოციებზე ისეთივე სიძლიერით, როგორითაც ის აისახება სახეზე. ასე რომ ბოტოქსის გამოყენებამ ახალგაზრდა ასაკში, შეიძლება გააჩეროს ორგანიზმის ემოციური განვითარება.

ემოციური განვითარება გულისხმობს ადამიანის უნარს გაიგოს და აკონტროლოს შინაგანი ემოციები და ამავდროულად დააბალანსოს სოციალური ურთიერთობები. სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის.

ბოტოქსით მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა მსოფლიოში, მას მიმართავს მილიონობით ადამიანი.

bbc.co.uk

"info9"

ავტორი: ნიუპრესი