|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოველწლიურად გულის დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება

მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა 80% რეგისტრირებულია დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. 
ექსპერტთა შეფასებით, 2030 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23,6 მილიონს მიაღწევს. 
ქართული პოპულაციის ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში პრიორიტეტულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ათ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია. 
საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევის (STEPS 2010)შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამი ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება. საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის დინამიკა ბავშვებში, რომლის გავრცელების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2,5-ჯერ გაიზარდა.
წყარო: mkurnali.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა