შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტს არასამთავროები იწუნებენ
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან
დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ხელმომწერების მოსაზრებით, შსს-ს მიერ მომზადებული, სისხლის
სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს შეიცავს.
ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, სათანადოდ
გაიაზროს დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და შეაჩეროს მისი განხილვა და მიღება, როგორც სერიოზული უკანდახევა გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ღია საზოგადოების განვითარების გზაზე.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
განცხადებას.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად.
"განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს
ავტორი: ნიუპრესი