|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო ლომჯარია და კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან

 არასერიოზულია, რომ ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი დაინტერესებულია სამი სამოქალაქო აქტივისტის პერსონის შესწავლით და ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევას აკეთებს. მე ვფიქრობ, უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებული, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ, რითაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.

 ნინო ლომჯარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რეალურად წარმოადგენს ხელისუფლებას, მის ინტერესებს და აღშფოთებულია არასამთავრობო სექტორის  აქტიურობით"ზოგადად, კრიტიკა აღიზიანებს ყველა ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. რეალურად, ის არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლებას და ბატონი ბიძინაც იმიტომ არის აღშფოთებული ჩვენი

ავტორი: ნიუპრესი