|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემზარ კვიციანი კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროვებს – კოდორი 15-მა აფხაზმა აიღო

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი კოდორის “ჩაბარებაში“ ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3500 მებრძოლი ხეობიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც კოდორის “აღება“ 15-მა აფხაზმა მოახერხა. “გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თქვან, ვინ დაავალა მათ კოდორის ხეობის ჩაბარება.  3500 კაცი, პოლიციელები, სამხედროები მაშინ სააკაშვილმა კოდორიდან გამოიყვანა, თითქოს მათ ომი არ შეეძლოთ ისე, მაგრამ უბრძანეს, რომ მიატოვეთ იქაურობაო. 2 წელიწადში კოდორში ნახევარი მილიარდი დოლარია ჩამოწერილი, მაშინ როცა 4000 ლარად ვინახავდით ამხელა ტერიტორიას… ჩაბარების გადაწყვეტილების საქმის კურსში იყო სააკაშვილი. მე დარწმუნებული ვარ, პროცესში ჩართული იქნებოდა მერაბიშვილიც“, – განაცხადა კვიციანმა.
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ფიქრობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილი და ირაკლი ალასანია გეგმის შესასრულებლად გამოიყენა.
“ეჭვი მეპარება, რომ ჩაბარების გადაწყვეტილების შესახებ იცოდა ოქრუაშვილმა. იმიტომ, რომ კოდორის ამბის შემდეგ ის “მოიშორეს“, ოქრუაშვილი “მონადირის“ დასაშლელად გამოიყენეს“, ოქრუაშვილი რომ იქ ყოფილიყო შეიძლება ეომა და და არ დაეთმო კოდორის ხეობა, მაგრამ არ აცხადებს ამას… გამოვიდეს და თქვას თუ ასე იყო”, -აღნიშნა კვიციანმა.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, კვიციანის თქმით, იგი გუბერნიის გასაუქმებლად გამოიყენეს. ალასანია ზუსტად ისე გამოიყენა მაშინდელმა პრეზიდენტმა, როგორც ოქრუაშვილი, ოქრუაშვილი “მონადირის“ დასაშლელად და ალასანია გუბერნიის გასაუქმებლად გამოიყენეს“, – განაცხადა კვიციანმა.

ავტორი: ნიუპრესი