ირმა პეტრიაშვილი: „რადგან ქალია და ამიტომ ყველამ ხელი უნდა შეუწყოს წარმატების მიღწევაში, არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად"
გენდერის მედიაცენტრში დისკუსია გაიმართა თემაზე „ქალები ადგილობრივ თვითთმმართველობაში“. ქალების როლზე ქუთაისის თვითმმართველობაში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის
თავმჯდომარემ ირმა პეტრიაშვილმა ისაუბრა. შეხვედრაზე მან პარალელი გაავლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, სადაც ქალის როლი პოლიტიკაში შედარებით დაბალია, მაგრამ მდიდარი კულტურული ტრადიციებით გამოიჩევიან.
„რადგან ქალია და ამიტომ ყველამ ხელი უნდა შეუწყოს წარმატების მიღწევაში, არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად. ქალია თუ მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ
უნდა იშრომოს, რომ შეგდეს, როგორც პროფესიონალი. სახელმწიფომ განვითარების თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს, ეს ეხება როგორც სწავლას, ასევე დასაქმებას“, - განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა, რომელიც ამავე დროს ქალაქის თვითმმართველობასთან არსებული გენდერული საკონსულტაციო
საბჭოს თავმჯდომარეა .
ირმა პეტრიაშვილმა ყურადღება ბიუჯეტის გენდერულად დაგეგმვის აუცილებლობაზე გაამხვილა და აღნიშნა, დემოკრატიული სახელმწიფო ერთანირად უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოს ყველა სოციალურ ფენაზე და წარმომადგენელზე.
გენდერული მედიაცენტრის ხელმძღვანელის, ქეთი ბერძენიშვილის თქმით, ის რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში, ეს ქალური სოლიდარობის ნაკლებობის ბრალია: “ქალი ქალისთვის კონკურენტად აღიქმება, ჩვენ საზოგადოებას ჭირდება გაზრდა იმისთვის, რომ დანახოს არა ძალაზე დამყარებული გადაწყვეტილება, არამედ გონებრივი
ავტორი: ანა ჯიქია