"ნატო ალიანსში არავის ითრევს, მთავრობები მოგვმართავენ, რომ სურთ გაწევრიანება"
"ნატო ალიანსში არავის ითრევს," - ნატოს სამეკავშირეო ოფისი ზურაბ აბაშიძეს პასუხობს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ზურაბ აბაშიძის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
"ნატო ალიანსში არავის ითრევს. მთავრობები მოგვმართავენ, რომ სურთ გაწევრიანება. ყველა ქვეყანა თავად აკეთებს ამ არჩევანს. ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოში არსებობს, ეკუთვნის ქართველ ხალხს. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ის ასევე ნახევრად ქართველი ხალხის საკუთრებაში იქნება. საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ნატოში. ეს მოიცავს შიდა რეფორმებს, რომელიც ტარდება ალიანსთან აქტიური თანამშრომლობით და რაზეც ნატო და საქართველო ყოველწლიურად თანხმდებიან. ეს არის ქართული დოკუმენტი, საქართველოს მიზნებითა და გეგმებით. ეს ის რეფორმებია, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპული საზოგადოებისკენ, მათ შორის ნატოსკენაც. ამიტომ ეს მიმდინარე პროცესია. საქართველოს ამ ეტაპზე "მაპი" არა აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. ამიტომ ტექნიკურად დღეს წევრობაზე ან გაწევრიანების დღეზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ შიდა რეფორმები ეტაპობრივად დაგაახლოვებთ ნატოსთან და ამით მიაღწევთ დასავლურ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანებასაც," - განაცხადა უილიამ ლაიჰუმ.
ავტორი: ნიუპრესი