მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან "ევრომაიდანის" მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს
მოსკოვში "ევრომაიდანზე" დაღუპულები გაიხსენეს, სადაც აქცია დაკავებებით დასრულდა. უკრაინის საელჩოს შენობასთან დემონსტრანტებმა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
სამართალდამცველებმა მათი დაკავება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე დაიწყეს. პოლიციის განყოფილებაში 8 ადამიანი გადაიყვანეს. 5–მა დემონსტრანტმა ღამე განყოფილებაში გაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საელჩოსთან "ევრომაიდნის" მოწინააღმდეგეებიც იყვნენ შეკრებილი. სამართალდამცველებს ამ აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებიათ. "ევრომაიდნის მოწინააღმდეგეები" მასშტაბური დემონსტრაციის გამართვას მოსკოვის ცენტრში დღესაც გეგმავენ.
ავტორი: ანა ჯიქია