|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობის წარმატების ინდექსი ეცემა

კომპანია „აიფიემმა“ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 
ორგანიზაციამ კვლევა მიმდინარე წლის თებერვალში აწარმოა და შედეგების მიხედვით, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებით, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი საშუალოდ 3-4%-ით ეცემა.
შედეგების მიხედვით, ერთადერთი მიმართულება, სადაც ინდექსი არ ვარდება - ჯანდაცვაა, რომელიც ისევ ლიდერობს და რომლის პარამეტრმაც 7%-ით მოიმატა. 
„აიფიემის“ განცხადებით, გამოკითხულები ნაკლებად ეფექტურად თვლიან მთავრობის საქმიანობას, ვიდრე ეს 2014 წლის დეკემბერში იყო.
გამოკითხვის მიხედვით, წარმატების მოლოდინი გამოკითხულებს სულ უფრო და უფრო ნაკლები აქვთ. კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი არ უმჯობესდება არსად, ერთადერთი მიმართულება, სადაც რეიტინგი არ ეცემა, არის ჯანდაცვა. 
კვლევის ფარგლებში მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება ხდება, რის შედეგადაც 3 ტიპის ინდექსის: მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, წარმატების მოლოდინის და მთავრობის საქმიანობის გამოთვლა ხდება.
გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თბილისის მოსახლეობის 600 რესპონდენტთან ჩატარდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა