|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ არიან საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატები

  

13-14 ივნისს, თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში საქართველოს პარლამენტმა, საკუთარი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გადარიცხა, რაც უხეში გათვლებით, დეპუტატების ორი თვის ხელფასზე ცოტა მეტია.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტი 60 531 700 ლარით განისაზღვრა. მომუშავეთა რაოდენობა 1 331-ია, შრომითი ანაზღაურებისთვის კი წლის განმავლობაში 33 180 400 ლარი გამოყვეს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საკანონმდებლო საქმიანობა 52 091 000 ლარით განისაზღვრა, მომუშავეთა რაოდენობა 840-ია, ხოლო მათი შრომითი ანაზღაურება წლის მანძილზე _ 27 604 400 ლარი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში 15-მდე მულტიმილიონერი დეპუტატია. ეს მილიონერი დეპუტატები, გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ, რომლებიც "ქართულ ოცნებაში", 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ,,გადაპორტირდნენ’‘. სხვათა შორის, მილიონერი დეპუტატები წინასაარჩევნო პერიოდში, საკუთარი პარტიების მთავარი დამფინანსებლები იყვნენ და პარტიის ანგარიშზე, 50 000 ლარზე ნაკლები არც ერთ მათგანს არ გადაურიცხავს.               
დავით ბეჟუაშვილიარაოფიციალურად, 1 მილიარდ 500 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი და ერთადერთი მილიარდერი დეპუტატია.

ობა ნაყოფიაარაოფიციალურად, 800 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. კანარის კუნძულებზე, 300 კვ. ფართის აგარაკი ნაყოფიას საკუთრებაშია, მოსკოვში კი 55 კვ. ფართის ბინას ფლობს.                        

გოგი თოფაძეარაოფიციალურად, 600 მილიონი აშშ დოლარის ქონების პატრონია. წლების განმავლობაში, გოგი თოფაძე სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული და არაერთ კომპანიას ფლობდა.                                 

  გოგი ლიპარტელიანი _ არაოფიციალურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. სს ,,ელექტროავტომატში’‘, გოგი ლიპარტელიანი 57 430 დოლარის ღირებულების აქციებს, ხოლო მეუღლე _ 34 714 დოლარის აქციებს ფლობს.

  ვალერი გელაშვილი _ არაოფიციალურად, 400 მილიონი აშშ დოლარის მფლობელია. დეპუტატს ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე, 160 კვ. ფართის ბინა და 53 300 კვ. მიწის ფართობი აქვს. მეუღლის, დანგუოლე გელაშვილის სახელზეა გაფორმებული ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში არსებული 720 კვ.. ფართობის ბინა.     

  კახაბერ ოქრიაშვილი _ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტი, ,,პეესპეს’‘ დამფუძნებელი დეპუტატი, არაოფიციალურად, 300 მილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობს.  

 გოდერძი ბუკია _ არაოფიციალურად, 250 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია.

გოდერძი ბუკიას საკუთრებაშია მოსკოვში ორი ბინა და საბანკო ანგარიშები რუსეთში.

 ზურა ტყემალაძე _ არაოფიციალურად, 200 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს.

გოჩა ენუქიძე _ არაოფიციალურად, 200 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია.

 ნაული ჯანაშია _ არაოფიციალურად, 100 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს

   გიორგი ფეიქრიშვილი _ ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ საბანკო ანგარიშების გარდა, ნაღდი ფულის სახით, 1 031 250 ლარს ფლობდა

                                                                 წყარო: "ვერსია"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა