"ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ პრეზიდენტი კოალიციის წევრი არ არის"
"დიდი ხანია, დროა, კოალიცია "ქართული ოცნება" იმ რეალობას შეეგუოს, რომ პრეზიდენტი კოალიციის პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა. უსუფაშვილის აზრით, ამას კონსტიტუციური სისტემაც განაპირობებს.
"დიდი ხანია, დროა, კოალიცია "ქართული ოცნება" შეეგუოს იმ რეალობას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მართალია იყო დასახელებული კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ, მაგრამ იგი არ არის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს მასაც უთქვამს და მე ცოტა მეტსაც ვიტყოდი, პრაქტიკულად ამას ჩვენი კონსტიტუციური სისტემაც განაპირობებს. პრეზიდენტი შეიძლება იყოს დასახელებული პოლიტიკური პარტიის მიერ, ჰქონდეს გარკვეული ბმა ამ გუნდის პოლიტიკურ ისტორიასთან, თუ პოლიტიკურ მომავალთან, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა იყოს, არა რომელიმე პარტიის პოლიტიკის გამომხატველი, არამედ უნდა შეეცადოს შეაგროვოს პარტიები, შეაგროვოს შეხედულებები. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი ახერხებს თუ არა ამ ფუნქციის ძალიან კარგად შესრულებას, არ ვიცი. შეიძლება იყოს სურვილები, მეც შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ მეტად შესძლოს ამ ფუნქციის
ავტორი: ნიუპრესი