|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნივთები, რომლებიც 2020 წელს აღარ იარსებებს

მსოფლიოს ახალგაზრდა მეწარმეებით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები იმ ინდუსტრიებსა და ნივთებზე საუბრობენ, რომლებიც ხუთ წელიწადში, შესაძლოა, ადამიანისთვის ყოვლად უსარგებლოგახდეს. მათ შორის მოხვდა სახლის ტელეფონებიც. ახალგაზრდა მეწარმეების თქმით, კომუნიკაციის საშუალებად თანდათან უფრო ნაკლებად იყენებენ სახლის ტელეფონებს, ისინი თითქმის უკვე ჩაანაცვლა "სმარტფონებმა". რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაქრობა ემუქრება მობილურ ტელეფონებსაც. მობილური ტელეფონების ფუნქცია შეითავსა პორტატულმა კომპიუტერებმა.  მეწარმეების პროგნოზით, 2020 წელს ქაღალდის ინდუსტრიაც ნელ-ნელა გაქრება. მისი გამოყენება საბოლოოდ არ შეწყდება, თუმცა, იგი საკმაოდ მოძველებული გამოყენებადი ნივთი გახდება, ვინაიდან ყველა მონაცემის და დოკუმენტის შენახვა ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს. გაქრობა ემუქრება საკაბელო ტელევიზიასაც, მას თანდათან ინტერნეტი ანაცვლებს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი კი დღითიდღე მსოფლიოს უფრო მეტ ტერიტორიას ფარავს. ახალგაზრდა მეწარმეები ვარაუდობენ, რომ მალე საფულეებიც აღარ იარსებებს. მოსახლეობა იმდენად სწრაფად გადადის ელექტრონულ ყიდვაზე, რომ მალე ძველი ტყავის საფულეები უსარგებლო ნივთად იქცევა. მეწარმეების პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში დაიკლებს კინოთეატრების ვიზიტორების რიცხვიც, ვინაიდან მაღალი ხარისხის ტელევიზორებისა და სახლის პატარა კინოთეატრების მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

წყარო: bpn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა