|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საავადმყოფოში ჩამონგრეულ ჭერს პაციენტები ძლივს გადაურჩნენ

"ნიუპრესს" მოქალაქე დაუკავშირდა და თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში მომხდარის შესახებ უამბო. როგორც, ინდირა გავაშელაშვილმა აღნიშნა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ყოფნისას, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მოულოდნელ საფრთხეს ძლივს გადაურჩა. ინდირა გავაშელაშვილის განცხადებით, 6 თვის დავით ლომინეიშვილს ექიმებმა ტრაქეის სტენოზი დაუდგინეს, რის გამოც მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, ამიტომ სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. იქამდე კი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ერთ დღეს მოულოდნელად საავდმყოფოს სახურავი გადაეხადა და ოთახის ჭერი ჩამოინგრა, რამაც ავადმყოფ ბავშვს პრობლემები შეუქმნა. 

" სასწაულებრივად გადავრჩით, ალბათ უფლის წყალობა იყო. საავადმყოფოს სახურავი აეხადა და ჭერი ჩამოიშალა, არ ვიცი როგორ შევძელი, შვილს დავავლე ხელი და სწრაფად გამოვიყვანე ოთახიდან. იმ წუთს იქ, რომ არ ვყოფილიყავი ბავშვი დამეღუპებოდა, ფანჯრებიც არა მყარ მდგომარეობაში იყო, გაღების დროს გადმოვარდნის საფრთხე იქნებოდა. დავითი მკურნალობას სახლში აგრძელებს. ახლა ღია აქვს ფილტვები, ბრონხები, რის გამოც ხშირად ინფიცირდება. გერმანიაში უკეთდება ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 50 ათასი ევრო ჯდება, რისი საშუალებაც არ გვაქვს"–განაცხადა ინდირა გავაშელაშვილმა. 
ამ შემთხვევის გამო "ნიუპრესი", რა მდგომარეობაა ქუთაისის საავადმყოფოებში, არიან თუ არა პაციენტები უსაფრთხოდ. აღნიშნულ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ და ინფრომაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. 
"ნიუპრესი" იმ ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, სადაც თანხის გადარიცხვა და ექვსი თვის ბავშვის დახმარებაა შესაძლებელი.

ბანკის კოდი: BAGAGE22 
მიმღების დასახელება: Davit Lomineishvili
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000787296000

ავტორი: ანი ლიპარიშვილი