საშიში საკვები პროდუქტები
მედიკოსების განმარტებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენური ინჟინერიით მიღებული საკვები შეიძლება კიბოს უჯრედების გამომწვევი აღმოჩნდეს.
საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალი მთავრობა გენმოდიფიცირებული პროდუქტების მართვის ახალი სისტემის შემოღებას გეგმავს. რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
მანამდე კი, მაშინ, როდესაც გენმოდიფიცირებული პროდუქტების ინტენსიურმა მიღებამ, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობა დააზარალოს, საქართველოში მაცხოვრებლებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდის.
ქუთაისის მოსახლეობამ ნაკლებად იცის, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. ქუთაისში მაცხოვრებლების უმეტესობისთვის, ასევე, უცნობია, თუ საიდან შემოდის სათესლე და სანერგე მასალები და არის, თუ არა ის გენმოდიფიცირებული. მეტიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ კითხვებზე პასუხი არც რეალიზატორებს აქვს.
,,ჩვენ მომწოდებელი გვამარაგებს. არ ვიცი, საიდან შემოაქვთ ეს თესლები. სავარაუდოდ, ალბათ, ადგილობრივი წარმომავლობის უნდა იყოს. გენმოდიფიცირებაზე არაფერი მსმენია", - ამბობს ქუთაისში, ე.წ. ,,ნიკეას ბაზარზე" მყოფი ლობიოს სათესლეს რეალიზატორი.
რეალიზატორების ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, შედარებით უფრო ინფორმირებულია. ისინი ამბობენ, რომ გენმოდიფიცირებული მასალების ჩაბარებისგან თავს სხვადასხვა ხერხით იცავენ. ,,ძირითადად, რუსეთიდან შემოსულ სათესლე და სანერგე მასალებს ვიბარებ, რადგან ვიცი, რომ გენმოდიფიცირებული მასალების მიღების საშიშროება უფრო თურქეთიდან და ამერიკიდანაა", - ამბობს მეთესლეობის სახაზინო საწარმო „ბოსტანჯიშთესლის" ქუთაისის ფილიალის №1 მაღაზია „შოთას" წარმომადგენელი.
რეალიზატორების განმარტებით, გენმოდიფიცირებული საკვები, სათესლე და სანერგე მასალები სავარაუდოდ, არგენტინიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან შემოდის. „ეს ხორბალი ამერიკული ჯიშისაა და „ბელაზიორკა" ჰქვია, თუმცა ვეჭვობ, რომ ის გენმოდიფიცირებული იყოს", - ამბობს ხორბლის რეალიზატორი რეზო თავაძე.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცნება, უშუალო კავშირშია გენურ ინჟინერიასთან. გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირება, გენ-ტექნიკა და გენ-მანიპულირება - ყველა ეს ტერმინი ერთმანეთის იდენტურია და ჩვეულებრივ, გულისხმობს გენების გადატანას ერთი სახეობიდან მეორეში, მაგალითად: თევზიდან პომიდორში, ღორიდან ბადრიჯანში და ა.შ.
გენმოდიფიცირებას მსოფლიოში ბევრი ოპონენტი და მხარდამჭერი ჰყავს. გენმოდიფიცირების მომხრე მეცნიერების არგუმენტი, მსოფლიოს სასურსათო მარაგის ამოწურვისგან დაცვაა. მოწინააღმდეგე მეცნიერები კი თვლიან, რომ მოსავლიანობის გაზრდის ტრადიციულ მეთოდებს ჯერ არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები და სამყარო გენმოდიფიცირების აუცილებლობას არ მოითხოვს. სხვა მეცნიერები გენმოდიფიცირების მანკიერ მხარეებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამ გზით მოპოვებული საკვები პროდუქტები ადამიანის ჯამრთელობას აზარალებს.
თუმცა, როგორც ირკვევა, მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ზუსტი მონამცემები იმის შესახებ, თუ რა რისკ-ფაქტორებთანაა დაკავშირებული გენმოდიფიცირებული საკვები. ,,ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის საგანია სხვადასხვა სამეცნიერო წრეებისთვის. ამიტომ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოქმედებს გენმოდიფიცირებული პროდუქტები მაგალითად, ზრდაზე და იწვევს თუ არა რაიმე პათოლოგიებს. თუმცა, უმჯობესია მოზარდებმა და ასევე, ორსულებმა შეიკავონ თავი ასეთი პროდუქტების მიღებისაგან," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომის" სამედიცინო კონსულტანტი ეკა ჯავახია. მისივე თქმით, გენმოდიფიცირებული საკვების იშვითად მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს, მაგრამ სასურველია, ამ პროდუქტებით კვებას არ მიეცეს ინტენსიური ხასიათი. „არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ მსგავსი პროდუქტებით კვებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გარდა ამისა, საფრანგე
ავტორი: ანა ჯანაშია