ისლამისტებმა კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი გაანადგურეს
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი გაანადგურეს. ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნით დათარიღებული ბაალ-შამინას ტაძარია, რომელიც გვიანდელი ანტიკური ხანის მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად იყო მიჩნეული.
რადიკალური ისლამური დაჯგუფების მებრძოლებმა პალმირაზე კონტროლი მაისში დაამყარეს. რამდენიმე დღის წინ მათ არქიტექტურული კომპლექსის მეთვალყურე, 81 წლის არქეოლოგიც მოკლეს.
პალმირა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა