|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრედ პიტს თავის ტვინის დაავადება აქვს, მსახიობი მეხსიერებას კარგავს

ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედ პიტს თავის ტვინის მძიმე დაავადება სჭირს, რომლის დროსაც ადამიანი სახის ამოცნობის უნარს კარგავს. ამის შესახებ მსახიობმა Esquire-თან საუბარში განაცხადა.

მსახიობის თქმით, ადამიანთა სახეები მათთან გასაუბრების შემდეგ მომენტალურად იშლება მისი მეხსიერებიდან. პიტი აღიარებს, რომ ხშირად ტყუილის თქმა უწევს, როდესაც მასთან მიდიან უცნობი პირები და ეუბნებიან, რომ ისინი ადრეც შეხვედრილან. მსახიობს მათი გახსენება უჭირს.

"ამის გამო უამრავ ადამიანს ვძულვარ, ისინი ფიქრობენ, რომ მე მათ პატივს არ ვცემ", - ამბობს მსახიობი.

ბრედის თქმით, დაავადება სერიოზულად ურთულებს ცხოვრებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო ღონისძიებებზე ყოფნა უწევს. "აი, რატომ ვამჯობინებ შინ დარჩენას", - აღნიშნა მან. უახლოეს მომავალში კინოვარსკვლავი სამედიცინო გამოკვლევას აპირებს.

ექიმების თქმით, მსგავსი დაავადება შეიძლება შეძენილიც იყოს და თანდაყოლილიც. პირველ შემთხვევაში მას ტრავმა, სიმსივნე ან სისხლძარღვთა დაავადებები იწვევს. ამ სენის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს.

რამდენიმე კვირის წინ ბრედ პიტის 37 წლის მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის, სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად, სარძევე ჯირკვლები და საკვერცხეები ამოკვეთეს.

მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.


წყარო: www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი