|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ წარადგინეს ამ დრომდე იმერეთის ვიცე–გუბერნატორი?

იმერეთის მხარის ვიცე–გუბერნატორად ამირან ძოწენიძე ამდრომდე არ წარუდგენიათ.newpress.ge-ის წყაროს ცნობით, აღნიშნულ პოსტზე ყოფილი ვიცე–მერის მოსალოდნელმა დანიშვნამ  \"ნაციონალური მოძრაობის\" ადგილობრივ ორგანიზაციაში დაპირისპირება გამოიწვია.
ერთ–ერთი ვერსიით, \"ნაციონალებს\" არ გააჩნიათ მყარი არგუმენტი, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს ყოფილი ვიცე–მერის დანიშვნა ვიცე–გუბერნატორის ვაკანტურ პოსტზე. რადგან, მერიაში რეორგანიზაციას არამარტო ძოწენიძე შეეწირა, არამედ, მასთან ერთად,თანამდებობის დატოვება მეორე ვიცე–მერს,კოტე რატიანსაც
მოუწია.
წყაროსვე ინფორმაციით, არგუმენტების არარსებობის გამო ძოწენიძის დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე ამ დრომდე ჭიანურდება. თუმცა, მისივე ცნობით, რეორგანიზაციას \"შეწირული\"  დანარჩენი \"ნაციონალებისგან\" განსხვავებით, ამირან ძოწენიძეს \"ნაციონალური მოძრაობის\" ყოფილი მაღალჩინოსნები ლობირებენ.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
  
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა