|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებს შორის „პლაკატების ომი" დაიწო

2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე 35 დღით ად­რე, არ­ჩევ­ნებში  მო­ნა­წი­ლე მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ სუბიექ­ტებს შო­რის ქუ­თა­ის­ში  პ­ლა­კა­ტების „ ომი" და­იწყო.

 ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ლი­სის ბრძა­ნების თა­ნახმად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კური სუბიექ­ტებისათ­ვის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლებისა და ბანე­რების გან­სა­თავ­სებლად ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე  12 ობიექ­ტი გა­მოიყო.

ამ დრო­ი­სათ­ვის პო­ლი­ტი­კურ  პარ­ტიებს ქუ­თა­ის­ში მათ­თვის გა­მოყოფი­ლი ობიექ­ტები სრუ­ლად არ აქვთ ათ­ვი­სებული.

ქუ­თა­ის­ში არ­სებული პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები, რომ­ლებსაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებში თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტი ჰყავთ, გან­მარ­ტა­ვენ, რომ პლა­კა­ტების და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტების გავ­რ­ცე­ლებას ცენ­ტრა­უ­ლი ოფი­სები უზ­რუნ­ველყოფენ.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდება ორ­გა­ნი­ზებულად ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან", - ამბობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბის პრეს­სა­მასხურის უფ­რო­სი ლა­რი­ნა ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

ქა­ლაქ­ში ამ დრო­ი­სათ­ვის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" და „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტების პლა­კა­ტები და ბანე­რები გვხვდება. მმარ­თველი პო­ლი­ტი­კური გუნ­დის, კო­ა­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ბანე­რი ქუ­თა­ის­ში მხოლოდ, კო­ა­ლი­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბის შე­ნობაზე არის გან­თავ­სებული (რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ულ მო­ე­დან­ზე, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №3 ნო­მერ­ში მდებარეობს). კო­ა­ლი­ცი­ის ად­გი­ლობრივ სა­არ­ჩევ­ნო შტაბში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თვის მთა­ვა­რი არ  არის პლა­კა­ტების ომ­ში ჩარ­თვა.

„ჩვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ისე­დაც უკონ­კუ­რენ­ტო­ა. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობთ, რომ პლა­კა­ტების სიმ­რავ­ლეს არ­ჩევ­ნებში გა­მარჯვებისა­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლობა არ აქვს", - გან­მარ­ტავს ლა­ლი­აშ­ვი­ლი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს რომ კოა­ლი­ცია აუ­ცი­ლებლად გა­მოიყენებს კა­ნო­ნით  მი­ნი­ჭებულ უფ­ლებას, რო­მე­ლიც პლა­კა­ტებისა თუ ბანე­რების გან­თავ­სებას  ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კო­ა­ლი­ცი­ის ად­გი­ლობრივ შტაბში ირ­წმუ­ნებიან, რომ ისი­ნი წი­ნა ხელი­სუ­ფ­ლებას არ მიბაძა­ვენ იმა­ში, რომ  პო­ლი­ტი­კუ­რი სუბიექ­ტებისათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი პლა­კა­ტები თუ ბანე­რები სრუ­ლად, მხოლოდ მათ აით­ვი­სონ.

„ი­მის გა­მო,  რომ ახლა ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ მთავ­რობას არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებთ, წი­ნა ხელი­სუფ­ლების მსგა­ვად მხოლოდ ჩვენ, სრუ­ლად ავით­ვი­სოთ სა­არ­ჩევ­ნოდ პლა­კა­ტებისა თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტების გა­საკ­რა­ვი ობიექ­ტები", - აღ­ნიშ­ნა­ვენ კო­ა­ლი­ცი­ის ად­გი­ლობრივ სა­არ­ჩევ­ნო შტაბში.

ანა­ლო­გი­უ­რად, თა­ნაბარ პი­რობებში ბრძო­ლას გეგ­მა­ვენ  პარ­ტია „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბში.

„ჩვენ ყვე­ლა იმ რე­სურს გა­მო­ვიყენებთ, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნებული. თუმ­ცა, არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებთ, რომ ყვე­ლა ობიექ­ტი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნოდ პლა­კა­ტებისა და ბანე­რებისათ­ვის არის გა­მოყოფი­ლი, ჩვენ ავით­ვი­სოთ. მხოლოდ თა­ნაბარ პი­რობებში ვიბრძო­ლებთ პირ­ვე­ლობისათ­ვის", - ამბობს „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რაობა - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ქუ­თა­ი­სის  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ივ­ლი­ა­ნე ნაჭყებია.

პი­რვე­ლობისათ­ვის ბრძო­ლას არ თმობენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც. თუ­მაც, ისი­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რი სუბიექ­ტების­ათვის გა­მოყოფი­ლი ობიექ­ტების გა­მოყენებას დას­წრების პრინ­ცი­პი­თაც არ ერი­დებიან.

„პლა­კა­ტების ომ­ში ჩარ­თუ­ლი ვართ. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დებით, ჩვე­ნთვის გა­მოყოფი­ლი ობიექ­ტები მაქ­სი­მა­ლუ­რად ავით­ვი­სოთ და დას­წრების პრინ­ცი­პი­თაც ვი­მოქ­მე­დოთ. რად­გან, ვთვლით, რომ სა­არ­ჩევ­ნოდ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რაც შე­იძ­ლება მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დოებას ჩვენს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე", - ამბობს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გია უკ­ლება.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რაობის" ად­გი­ლობრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხადებენ, რომ  ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომ­ში მო­ნა­წი­ლეობას კა­ნონ­შე­საბამი­სად გეგ­მა­ვენ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" მი­ერ აღ­ნიშ­ნულ ომ­ში კა­ნო­ნი უკ­ვე დარ­ღვე­უ­ლი­ა.

„მარ­თა­ლი­ა, ჩვენ ყოველ­თვის სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებთან შე­და­რებით, მე­ტი ბანე­რი გვქონ­და ქა­ლაქ­ში ათ­ვი­სებული. მაგ­რამ ისე­თი „ახვრობა" არა­სო­დეს გაგ­ვი­კე­თებია პლა­კა­ტებთან  და­კავ­ში­რებით, რაც „ოც­ნებამ" გა­ა­კე­თა და ქა­ლა­ქის  ცენ­ტრში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ბანე­რი გაგ­ვიკ­რეს", - აცახდებს „ნა­ცი­ო­ნა­ლი" გია უკ­ლება.

„ჩვენ ეს ობიექ­ტი ნა­ქი­რა­ვები გვაქვს  და შე­საბამი­სად, რა­საც გვინ­და იმას გა­ვაკ­რავთ, ახლა გვიხარია და გვეხალი­სება ჩვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ბანერი და გან­ვა­თავ­სეთ. ეს სუ­ლაც არ არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა", - გან­მარ­ტა­ვენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბში. მა­თი თქმით, კო­ა­ლი­ცი­ას იუ­რის­ტი ჰყავს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი გავ­ლი­ლი აქვთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა,  რომ სა­არ­ჩევ­ნო ბეჭ­დვი­თი  სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლების (პლა­კა­ტების) გაკ­ვრა აკ­რძა­ლულია სა­კულ­ტო ნა­გებობებზე, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობის შე­ნობა-ნა­გებობეზე, სახელ­მწი­ფო ხელი­სუ­ფელბისა და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ორ­გა­ნოების, სა­სა­მარ­თლოების, პრო­კუ­რო­რის, სამხედ­რო შე­ნა­ერ­თებისა და პო­ლი­ცი­ის შე­ნობების ინ­ტე­რი­ერ­სა და ექ­სტე­რი­ერ­ში. ასე­ვე, გა­რე­გა­ნა­თების ბოძებზე, ბაგა-ბაღებისა და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებლო და­წე­სებულებების შე­ნობებზე,  რეაბილი­ტი­რებული შე­ნობების ფა­სა­დებზე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა