ქუთაისის საუბნო კომისიებში თანამდებობებზე „ოცნება" ლიდერობს
ქუთაისში, საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობები ძირითადად კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალმა პარტიებმა და საოლქოდან წარდგენილმა წევრებმა დაინაწილეს.
ქალაქში არსებული 127 საუბნო კომისიიდან, თავმჯდომარის თანამდებობა 67 უბანზე კოალიციაში შემავალ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს ერგოთ. საოლქოდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა თავმჯდომარის პოსტი 58 საუბნო კომისიაში დაიკავეს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გასულ არჩევნებზე ამ მიმართულებით „ლიდერი" გახლდათ, ამჟამად მათ მიერ წარდგენილ წევრებს მხოლოდ ორ უბანზე ხვდა წილად თავმჯდომარის თანამდებობა.
რაც შეეხება, საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს, 75 ადგილი საოლქოს წარმომადგენლებმა დაიკავეს, 48 ადგილი კოალიცია „ქართული ოცნების" წევრებმა, „ნაციონალურ მოძრაობას" კი მხოლოდ 4 ადგილი ერგო.
ასევე, უმცირესობით არიან წარმოდგენილნი „ნაციონალები" საუბნო კომისიებში მდივნის თანამდებობაზე. 127 უბნიდან მდივნის პოსტი „ნაციონალთა" წევრებმა მხოლოდ 5 უბანზე დაიკავეს. 93 უბანზე მდივნის თანამდებობა საოლქოს მიერ წარდგენილ კომისიის წევრებს ერგოთ, ხოლო დანარჩე

ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა