|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფარქტისგან ვაშლი დაგიცავთ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩატარებული ერსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ ვაშლის მოყვარულებს ინფარქტი იშვიათად ემართებათ. მეცნიერები იკვლევდნენ კავშირს კვებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებას შორის. გამოირკვა, რომ ის ვინც ერთ ვაშლს მაინც ჭამს დღეში, დაცულია ინფარქტისაგან.

ცნობისათვის: ვაშლი არ არის რეკომენდებული მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. გირჩევთ: ვაშლი ჭამოთ დილით, საუზმემდე 20 წუთით ადრე, სადილზე და არა საღამოს ძილის წინ, რადგან ის კუჭში იწვევს დუღილს, რაც მშვიდ ძილს დაგირღვევთ. სამსახურში თუ შიმშილმა შეგაწუხეთ, ტკბილეულის ნაცვლად ჭამეთ ვაშლი და შიმშილის გრძნობაც გაქრება.

"ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა