|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითნასწავლი გინეკოლოგი ქალებს Skype-ის საშუალებით „იკვლევდა“

იტალიური მედიის ცნობით, დააპატიმრეს თვითნასწავლი გინეკოლოგი მამაკაცი, რომელიც გინეკოლოგიურ გამოკვლევებს პაციენტებზე Skype-ის საშუალებით ატარებდა.

იტალიის მკვიდრი, რომლის სახელი არ ხმაურდება, უკავშირდებოდა ქალებს ტელეფონით, როგორც კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი გინეკოლოგი და მოითხოვდა Skype-ის მეშვეობით სასწრაფო კვლევის ჩატარებას. პაციენტების " შემოწმების " დროს, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქალბატონები იყვნენ, ცრუ გინეკოლოგი საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა.

იგი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით აგრძელებდა პაციენტი ქალების „კვლევასა“ და „შემოწმებას“. საბოლოოდ კი, ქალაქ ბრინდიზის მცხოვრებმა 16 წლის გოგონამ ეჭვი შეიტანა „ექიმის“ ქმედებაში და მისი აფიორა გამოააშკარავა.

თავის მოხსენებაში პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათ არ ჰქონდათ პრობლემა ეჭვმიტანილის დაკავებისას, მაგრამ მათთვის ახლაც გაუგებარია, როგორ ახერხებდა მამაკაცი პაციენტების ანალიზების რეზულტატებისა და საკონტაქტო ტელეფონების მოძიებას.

მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი